"სააკაშვილის სისხლიანი ჯალათების სიის მე-9 ნომრად გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" დასახელდა - როგორც მოძრაობა "არას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჩიტაძე ამბობს, ის საპროტესტო აქციების დამრბევი "რობოკოპებივით" დუბინკას ქუჩაში არ იქნევს და ხალხს იქ არ ასისხლიანებს, თუმცა უარეს დანაშაულებზე აწერს ხელს - ის კონკრეტული, ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანების მკვლელობებს გეგმავს და ახორციელებს კიდეც. აქედან გამომდინარე, ელიტარული ჯალათების კატეგორიაში უფრო გადის", - წერს გაზეთ "ალია" სტატიაში სათაურით "ის აუცილებლად არის პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეში გარეული... არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის რაღაც კუთხით გარეული ზურაბ ჟვანის მკვლელობაშიც / სამი სცენარი, რითაც ჯალათები "მსხვერპლს" უსწორდებიან.
"მასტერა", იგივე გია დგებუაძე ვარდების რევოლუციის შემდგომ ჯერ უშიშროების თანამშრომელი იყო, შემდეგ ოფიციალური კუდ-ელი, თუმცა ინფორმაციას მისი საქმიანობების შესახებ გრიფი "საიდუმლო" ადევს და მისი ფოტოებიც თითქმის არ მოიპოვება. ერთადერთი ვიდეო 2009 წელს არის გადაღებული, სადაც "მასტერა" ჩანს, თუმცა ეს ვიდეო ინტერნეტსივციდან გაქრა. დგებუაძე გახლავთ დათა ახალაიას ძმაკაცი, ამიტომ კუდ-იდან ახლახან გადაიყვანეს თავდაცვის სამინისტროში. ახლა მოგიყვებით "მასტერას" კრიმინალურ წარსულს, ანუ რას საქმიანობდა ის ვარდების რევოლუციამდე ან რევოლუციის შემდგომ რას აკეთებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ჩიტაძე. "90-იან წლებში "მასტერა" ე.წ იოსებიძეების საძმოს ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. მათ სახელთან არაერთი სისხლიანი გარჩევა და მკვლელობაა დაკავშირებული. საძმომ კრიმინალური საქმიანობა იმით დაიწყო, რომ აკონტროლებდნენ თხევადი გაზის ბიზნესს ჯერ თბილისის დონეზე, შემდგომ კი საძმოებს შორის მოხდა გარჩევები და თხევადი გაზის ბიზნესი სეგმენტებად დაიყო. იოსებიძელებმა დაიწყეს გარკვეული სეგმენტის "დაკრიშვა", სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხებს ირებდნენ. ამ საძმოში იყო კრიმინალური ავტორიტეტი "დუდუც", მაგრამ ის, სავარაუდოდ, კულინარიელებისა თუ ვერის საძმომ მოკლა. ამას მოჰყვა დიდი სისხლიანი გარჩევა და იოსებიძელებმა, სამაგიეროს გადახდის მიზნით, ბევრი ადამიანი გამოსსალმეს სიცოცხლეს. შევადრდნაძის ხელისუფლებაში მათ ბევრი ნაცნობი ჰყავდათ, ამიტომ მოახერხეს და არაერთი კრიმინალური ავტორიტეტი დამნაშავე გამოიყვანეს ციხიდან. ამ საძმოში იყო გაწევრიანებული "კანონიერი ქურდი", ვინმე "ღორჯო", რომელიც ამჟამად განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების, ჰეროინის შენახვა-რეალიზაციის მუხლით არის დაპატიმრებული. ის "მასტერას" ძმაკაცია, რომელთან ერთადაც დგებუაძე 90-იანი წლებიდან მოქმედებდა", - განაგრძობს მოძრაობა "არას" ერთ-ერთი დამფუძნებელი. "ამ ყველაფრის მიუხედავად, ვარდების რევოლუციის შემდგომ, "მასტერა" არავის დაუკავებია და შესაბამისად, პასუხიც არაფერზე უგია. მეტიც, 2006 წლიდან ის უკვე კუდ-ის თანამშრომელი ხდება და სხვადასხვა რთული საქმეების შემსრულებლადაც გვევლინება. არაერთი ფაქტია ცნობილი, როცა კრიმინალური ავტორიტეტების გადაბირება მოახერხეს და ისინი კუდ-ში ან სოდ-ში დაასაქმეს. ამ ადამიანებსგან მიღებულ ინფორმაციას კი შსს ნაყფიერად იყენებს, რადგან ეს ხალხი ყველაზე ზუსტ ინფორმაციას ფლობს სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებზე, მათ ახლობლებზე და ა.შ. სწორედ ამ პრინციპით მოხდა, რომ როცა გია დგებუაძე კუდ-ში წაიყვანეს, მისი საძმაკაცო, კონკრეტულად კი ალექსანდრე მუხაძე, იგივე "ქილერა", ციხის უფროსი გახდა. კუდ-ში "მასტერა" გეგმავდა სპეცოპერაციებს იმ ადამინების მიმართ, ვისითაც ხელისუფლება კონკრეტულად ინტერესდებოდა და ახორციელებდა კიდეც. ეს ადამიანები, ცხადია, ჯერ სასამართლოში ხვდებოდნენ, საიდანაც მიშას მონა მოსამართლეების ხელით ციხეში მიდიოდნენ. იქ კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ. სასამართლოდან გლდანის იზოლატორში მოხვედრილ ადამიანს მუხაძე ფიზიკურად ამუშავებდა და სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა, რომ ციხიდან უამრავი პატიმარი მოკლული გამოასვენეს, ზოგიც დაინვალიდებული და მორალურად გატეხილი გამოვიდა", - მიიჩნევს რესპონდენტი. "2007 წლის 5 მარტს გავრცელდა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც დგებუაძე საუბრობს "კანონიერ ქურდ" მამარდაშვილთან და გეგმავს ციხის ბუნტს. ის მამარდაშვილს სანაცვლოდ გათავისუფლებას, მანამდე კი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ჰპირდება. "მასტერა" ამ საუბარში ამბობდა იმასაც, რომ ამ სპეცოპერაციით დათა ახალაის ავტორიტეტი უნდა აღმდგარიყო - ციხის ბუნტს ჩაახშობს ახალაია და გახდება უფრო ძლიერი, ვიდრე მანამდე იყოო. მეორე გავრცელებული ჩანაწერი, სადაც "მასტერა" ფიგურირებდა, გირგვლიანის მკვლელობას ეხებოდა - ის ამბობდა, რომ იმ მაგიდასთან, სადაც შს მინისტრის მეუღლე და ამ სტრუქტურის სხვა წარმომადგენლების ისხდნენ, იმყოფებოდნენ დათა ახალაიაც და ვასილ სანოძეც. ის წუხდა იმას, რომ ის ადამიანები რომლებიც გირგვლიანი მკვლელობის გამო დააკავეს, არ უნდა დაეკავებინათო. ამავე ჩანაწერში ის ეხება პატარკაციშვილის საკითხსაც და მამარდაშვილს პატარკაციშვილზე კომპრომატებს სთხოვს - ამბობს, რომ შსს-ს აუცილებლად სჭირდება გეგმა, როგორ უნდა ჩამოიცილონ პატარკაციშვილი: ბადრის ფაქტორი მოქმედებს, გირგვლიანის გამო დაკავებულების განთავისუფლება რომ ვერ ხერხდება დ მისი განეიტრალება არის აუცილებელიო", - დასძენს ლევან ჩიტაძე. "შემდგომი მოვლენები კი ასე განვითარდა: ციხის ბუნტის მერე მამარდაშვილი მართლაც გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, ბუნტის დროს 15 ადამიანი მოკლეს და ბაჩო ახალაიას ავტორიტეტის ამაღლებას შეეწირა მათი სიცოცხლე. "მასტერა" ასეთი ოპერაციების არა მხოლოდ ტვინი იყო, არამედ შემსრულებელიც", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "...სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო და რამე ფორმის "გამოხმაურება" ხომ არ მოჰყოლია მხილებულთაგან?" - პასუხობს: "როცა რამე მწვავე თემაზე მიწევს გამოსვლა, ტელეფონზე უცნობი ადამიანები მირეკავენ, მლანძღავენ, მემუქრებიან. 2011 წელს, როცა "ამხილე ჯალათის" კამპანიას ვაწარმოდებდით და დამნაშავე პოლიციელების სახლებთან აქციებს ვაწყობდით, ჩემზე ზეწოლის ყველანაირი ფაქტი შეწყდა და მდგომარეობა საეჭვოდ გაიყინა, როგორც ახლა. ამას მოჰყვა ჩემი დაკავება. გამორიცხული არ არის, ჩემზე ამჯერადაც რაღაც ასეთი ან უარესი გაიგოთ, რადგან ამათგან ყველაფერია შესაძლებელი. საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან კარგად მიცნობენ, იციან ჩემი საქმიანობა და ის რისკებიც, რაც მას თან ახლავს". |