მსოფლიოს უმდიდრესი პოლიტიკოსები

მსოფლიოს უმდიდრესი პოლიტიკოსები

ნიშნავს თუ არა თავისთავად ფული ძალაუფლებას? ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც სჩანს, კი! ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს უმდიდრესი პოლიტიკოსების სია შეადგინა.

სიას სათავეში მაიკლ ბლუმბერგი უდგას. იგი 2002 წლიდან ნიუ-იორკის მერია. ჟურნალი მის ქონებას 22 მილიარდ დოლარად აფასებს. მსოფლიო რეკორდი!

თითქმის ათი მილიარდით ჩამორჩება მას მდიდრების სიის მეორე ადგილზე მყოფი მიხეილ პროხოროვი, რომელმაც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გაილაშქრა და ხმათა 8 %-იც კი დააგროვა. 

ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მისი ქონება 6,4 მილიარდი დოლარით ფასდება – რაც მისი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს უდრის! ის მას როგორც „ფეოდალი-მმართველი“ თავისი მშობლიური ჭორვილასათვის იყენებს.

მეოთხე ადგილზე სილვიო ბერლუსკონის 5,9 მილიარდი დოლარი განთავსდა. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2008-2011) ცხოვრების თავისი აღვირახსნილი სტილით არის ცნობილი. გარდა ამისა, მას მედიის პრემიაც ეკუთვნის. სხვათა შორის, ბერლუსკონიმ თავისი საქმიანობა საკრუიზო გემებზე მომღერლობით დაიწყო…

ორჯერ შეეცადა ჰენრი როსს პეროტ სენიორი გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტი, კერძოდ 1992 და 1996 წლებში. თუმცა როგორც ჩანს, მისმა 3,5 მილიარდიანმა ქონებამ ამაში დახმარება ვერ გაუწია. პირველ საარჩევნო კამპანიაში პეროტ სენიორმა 60 მილიონი დოლარიც კი დახარჯა. 1995 წელს მან რეფორმების პარტია დააარსა.

მდიდარი და ძალაუფლების მქონე 

პეროტ სენიორთან ერთადაა ანდრეი გურიევი, თავისი 3,5 მილიარდი დოლარით. „სასუქის მილიარდერი“ და კომუნისტების ყოფილი ხელმძღვანელი 2001 წლიდან რუსეთის სათათბიროს დეპუტატია.

ტელეკომუნიკაციების მილიარდერ ნგუიბ სავირისმა (ორასკომ, ტელეკომ) რევოლუციებში აღმოაჩინა საკუთარი პოლიტიკური ძარღვი. მას 3,1 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონება აქვს და დაარსა თავისუფალი ეგვიპტის პარტია. კოპტმა ისლამისტების კრიტიკა დაიმსახურა, მას შემდეგ რაც ტვიტერში წვერებიანი მიკი მაუსი და თავშებურული მინი გამოაქვეყნა.

ნაჯიბ მიქატი შარშანდელიდან ლიბანის პრემიერმინისტრია და ფორბსის მიხედვით 3 მილიარდიან ქონებას ფლობს. იგი უფრო მოდერატორია და თავის პოლიტიკურ შეხედულებებს ტვიტერის მეშვეობით გამოთქვამს.

მეცხრე ადგილზეა ჩილეს პრეზიდენტი – სებასტიან პინერა. მის ქონებას ჟურნალი 2,4 მილიარდი დოლარით აღნიშნავს. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან ფირმებში თავისი წილები გაყიდა. მათ შორის ჩილეს ავიახაზების 26 %-იანი წილიც.

მეათე ადგილი მიეკუთვნა ჯეფ გრინს – რომელიც 2,1 მილიარდ დოლარს იწონის. 2010 წელს იგი სენატში დემოკრატების კანდიდატი იყო.
foreignpress.ge