ირაკლი ალასანია: ფილიპ დიმიტროვმა დამიდასტურა, რომ სიტყვები, რომელიც მედიასაშუალებით გავრცელდა, მას არ უთქვამს

ირაკლი ალასანია: ფილიპ დიმიტროვმა დამიდასტურა, რომ სიტყვები, რომელიც მედიასაშუალებით გავრცელდა, მას არ უთქვამს

თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ საინფორმაციო სააგენტოების მიერ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის განცხადების არასწორ ინტერპრეტირებას სამწუხარო ფაქტი უწოდა. 

ალასანიას განცხადებით, ტელეკომპანია  “მაესტროს” პირდაპირი ეთერის შემდეგ,  იგი ტელეფონით საქართველოში ევროკავშირის სრულუფლებიან ელჩს, ფილიპ დიმიტროვს ესაუბრა და ბულგარელმა დიპლომატმა დაუდასტურა, რომ ის სიტყვები, რომელიც რამდენიმე ქართული მედიასაშუალებით გავრცელდა, მას არ უთქვამს.

ალასანიას განცხადებითვე, ის რაც დიმიტროვმა ეკა ბერიძის საავტორო გადაცემა “პირდაპირ საუბარში” განაცხადა, კარგად ჩანს Youtube-ზე განთავსებულ ვიდეოში.

შეგახსენებთ,  საინფორმაციო სააგენტოებზე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ევროკავშირის ელჩმა, ფილიპ დიმიტროვმა ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანის განცხადება სამეგრელში შექმნილ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე ეჭქვეშ დააყენა. 

,,ევროკავშირი არის ძალიან სერიოზულად წარმოდგენილი საქართველოში. არა მხოლოდ იმ წარმომადგენლობის მიერ, რომელსაც მე წარმოვადგენ, არამედ არის 200 ადამიანი, რომელიც მუდმივად თვალყურს ადევნებს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს განსაკუთრებით, კონფლიქტის ხაზის აქეთა მხარეს. ვინმე თუ შეეცდებოდა იმის დამტკიცებას, რომ საქართველოში არის ისეთი პროცესები, რომ ევროკავშირის მონიტორების მისია ვერ ამჩნევს, ან ვერ ხედავს ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირი არ ვართ სანდო და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მე მისაღებად ვერ მივიჩნევ", _ განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა.