საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩინური კომპანიის მიერ ოჩამჩირის პორტის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, ინფორმაციას ფლობს.
როგორც მინისტრმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რომ მოსკოვში, მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი მოაწერს ხელს, ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.
„ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, თუმცა რა თქმა უნდა, ინფორმაცია ამის თაობაზე გვაქვს. დღესდღეობით რა ურთიერთობაც გვაქვს ჩინეთთან, ახლაც და ყოველთვის, ემყარებოდა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარების პრინციპს. დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ ეს ურთიერთობა ამ რაკურსში გაგრძელდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.