შეყვარებულის გარეშე დარჩენილი ალექსანდრა პაიჭაძე დუბაიში წავიდა და 5.5 კილოგრამი მოიმატა

შეყვარებულის გარეშე დარჩენილი ალექსანდრა პაიჭაძე დუბაიში წავიდა და 5.5 კილოგრამი მოიმატა

ცნობილი ქართველი მოდელი, ალექსანდრა პაიჭაძე, ყოველთვის იდეალურ ფორმაშია. სანდრა ამისთვის ბევრს ვარჯიშობს და სწორად იკვებება.

ის საკუთარ რჩევებს ხშირად უზიარებს მკითხველს და ინსტაგრამზე უამრავი მიდმევარიც ჰყავს.

ალექსანდრა ახლა დუბაიში იმყოფება, სადაც ერთ-ერთ ბრენდთან თანამშრომლობს. დუბაიში მასთან ერთად იმყოფება მისი და - ფოტოგრაფი ანასტასია პაიჭაძე და შვილი - დემე.

შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ალექსანდრამ წონაში თურმე დაახლოებით 6 კილოგრამი მოიმატა. ამის შესახებ მოდელმა ინსტაგრამზე დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა.

"+5,5 კგ სად მოვიმატე ვერ ვხვდები მაგრამ, სადღაც უეჭველი, ისე არ დაწერდა სასწორი 65,5ს !) მთავარია, ვვარჯიშობ, მეტი წილი კვადრიცეპსის ბიცეპსის და საჯდომის კუნთის წონა უნდა იყოს... ნუ მე მაინც იმედი მაქვს!) ისე ჯინსის ზომა 34დან 36,5ზე ავედი..... მოკლედ ასეა. მგონი, მალე დავიწყებ ვიდეოების გადაღებას, თორემ ვიღაც ვიღაცეებმა სულ მოუკლეს ვარჯიშს და ცხიმებით გამისუქდნენ, სადაც მე ვარ იქვეა სტიმული, შანსი არაა ოდესმე ფორმიდან ამოვვარდე, იმხელა პასუხისმგებლობააა როცა გოგოები შენგან "იდეალურს" ელიან...თქვენ ჩემი, მე კი თქვენი სტიმული. სამუდამოდ!" - წერს ალექსანდრა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ალექსანდრას თქმით, ის ახლა შეყვარებული არ არის და სრულიად ცარიელია. მან ამის შესახებაც სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა, თაყვანისმცემლებს ამ ამბის დაჯერება უჭირთ.

ალექსანდრას თაყვანისმცემლები წერენ, რომ შესანიშნავად გამოიყურება, თქვენ როგორი სანდრა მოგწონთ?