9 წლის ბრიტანელმა ბიჭმა კუპერ უოლესმა დერბიშირიდან თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩემპიონატი ტრადიციულად ბელგიაში ჩატარდა. უოლესი იუნიორთა კატეგორიაში ასპარეზობდა. კუპერი ამ ჩიტებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთხელ, პლაჟზე სეირნობისას მას თოლიამ უკბინა. მაშინ ბიჭმა გადაწყვიტა, რომ „ადამიანი-თოლია“ გახდებოდა, ისევე როგორ ცნობილი გმირი პიტერ პარკერი გახდა ადამიანი-ობობა, მას შემდეგ რაც მას ამ მწერმა უკბინა.
კუპერმა შესაძლო 100 ქულიდან 92 მიიღო. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ ბიჭმა თოლიების კივილის რამდენიმე ვარიაცია უბადლოდ შეასრულა. ისევე როგორც ჩემპიონატის მონაწილეთა უმეტესობა, კუპერი ტურნირზე თოლიის კოსტიუმში გამოწყობილი მონაწილეობდა.
თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის პირველი ჩემპიონატი 5 წლის წინ ჩატარდა. ღონისძიების მიზანია ადამიანებში თოლიების აღქმის გაუმჯობესება.