კანიე უესტი საკუთარი პორნოსტუდიის Yeezy Porn და მასთან დაკავშირებული ბრენდის გახსნას აპირებს. ამის შესახებ TMZ რეპერის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუდია უკვე ზაფხულში ამუშავდება. უესტის ჩანაფიქრით, ეს კომპანია Yeezy-ის ზრდასრულთა გართობის დანაყოფის ნაწილი უნდა იყოს.
პროექტის იდეა რეპერმა მაიკ მოზსთან განიხილა - ის ამ სფეროში მომუშავე პროდიუსერი და პორნომსახიობ სტორმი დენიელსის ყოფილი ქმარია, რომელიც პოპულარული დონალდ ტრამპთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა.
ამასთან, Yeezy-ს ყოფილი თანამშრომლები უესტს საქმიან შეხვედრებზე პორნოს დემონსტრირებაში ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, რეპერი ამბობდა, რომ ეს კონცენტრირებაში ეხმარებოდა.