აქციის მონაწილეები პოლიციას ჩიხებიდან ქვებს ესვრიან

აქციის მონაწილეები პოლიციას ჩიხებიდან ქვებს ესვრიან

აქციის მონაწილეები პოლიციას ჩიხებიდან ქვებს ესვრიან.

პარლამენტის უკანა შესასვლელის ტერიტორიაზე „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გრძელდება. ამ წუთებში ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

ცოტა ხნის წინ კი, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მოხდა დაპირისპირებაც. ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე გაიყვანეს. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც.

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებული იყო, ასე გამოცხადდა ოფიციალურად, თუმცა ბევრჯერ იყო მოწოდება ორგანიზატორების მხრიდან, აქტიურობდა „თბილისი პრაიდი“, რომ ვისაც ფიზიკური შესაძლებლობა ხელს უწყობდა, არ დაშლილიყვნენ და გადასულიყვნენ იმ ადგილზე, სადაც მობილიზებული იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმები.