პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს განცხადებას გააკეთებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილი მედიასთან კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს ავლაბრის რეზიდენციიდან გააცილებს.

პრეზიდენტის განცხადება დაახლოებით 15:30 საათისთვის იგეგმება. დღეს პრეზიდენტი სომეხ კოლეგას მასპინძლობს. შეხვედრის შემდეგ კი, ერთობლივი პრესკონფერენცია იგეგმება.

შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების გეგმებთან დაკავშირებით, დღეს სპეციალური განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი, აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიებაა დაწყებული.