ირაკლი ზარქუა: შიმშილობას ვწყვეტთო, რადგან შევთანხმდით, არჩევნებზე არ გავალთო, მაგრამ ისინი არჩევნებში მონაწილეობას ისედაც არ იღებდნენ და ვის ატყუებენ, სირცხვილის ნატამალი აღარ გააჩნიათ

ირაკლი ზარქუა: შიმშილობას ვწყვეტთო, რადგან შევთანხმდით, არჩევნებზე არ გავალთო, მაგრამ ისინი არჩევნებში მონაწილეობას ისედაც არ იღებდნენ და ვის ატყუებენ, სირცხვილის ნატამალი აღარ გააჩნიათ

გუშინ დაეწყვნენ, გამოვიდნენ და თქვეს, შიმშილობას ვწყვეტთ, რადგან შევთანხმდით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე არ გავალთო და ბოდიში, იქ გახარიას პარტია და „ლელო“ იყვნენ? აბა, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ისედაც არ იღებდნენ და ვის ატყუებენ, სირცხვილის ნატამალი აღარ გააჩნიათ? – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განუცხადა, რომელიც ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტას გამოეხმაურა.

ირაკლი ზარქუას თქმით, საზოგადოებამ ნახა, რა ფარსთან ჰქონდათ საქმე.

„ხოშტარიამ შიმშილობა რომ დაიწყო, გვეგონა, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო და აღმოჩნდა, რომ გახარიას და „ლელოს“ ვერ გავაგონე ხმაო და ამიტომ შიმშილობა დაიწყო. ერთმანეთს ასე ელაპარაკებიან, ჩვეულებრივი გიჟები არიან. ხოშტარიას შიმშილობა გუშინ შეუწყვეტია და გედიმ იცის თუ ისევ ზის, პარლამენტიდან უნდა გადავხედო, რადგან გედი ყველას ავიწყდება. ესენი ჩვენ კი გაგშიფრეთ, მაგრამ ახალგაზრდები რომ „დააბოლეს“ და დღემდე შემოგარენში ჰყავთ, იმათ მაინც რატომ ატყუებენ ან მათ კითხვები არ უჩნდებათ? ვის ატყუებენ? თუ უბრალოდ ვერ „გაქაჩეს?“ სჯობს, ამ გიჟობებს შეეშვან. ადგილობრივი არჩევნებია დანიშნული და ვინც მონაწილეობის დირექტივა მიიღო, ის მონაწილეობს და დანარჩენებიც მიიღებენ ახალ დირექტივას, რომ ეს ქვეყანა არიონ. ხელისუფლება ერთსაც და მეორესაც ქართველ ხალხთან ერთად გაუმკლავდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.