ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმიანება
ამ ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ის მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ რომელმე პარტიას ან იდელოლოგიას უჭერს მხარს, არამედ ის, რომ მისი რეალური მესაკუთრე არის კონკრეტული პარტია და მისი ლიდერი (და არა ვინმე ყარმანაშვილი, რომელიც საერთოდ არ გამოჩენილა და მგონი, სახეზე თანამშრომლებიც ვერ ცნობენ) და, ეს პარტია ყოველთვის ეცდება ჟურნალიტების და მათი სქმიანობის მხოლოდ თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენებას, მათ შორის ბინძური მეთოდებით. ამიტომ, ახლა მაინც გადამწყვეტი სიტყვა ჟურნალსიტებმა უნდა თქვან და არა გვარამიამ.
თავის დროზე, 2007 წლის მოვლენების დროს, „იმედის“ ჟურნალსიტებიც დავდექით ანალოგიური გამოწვევის წინაშე, როდესაც ჩვენი მეპატრონე, ერთ მშვენეირ დღეს, პოლიტკური პარტიის ლიდერი და პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე გახდა და იმ ჟურნალსიტებმა, რომლებიც პატარკაცაშვილი-კოდუას საუბრის გამოქვეყნების შემდეგაც დავრჩით ტელვიზიაში, მივიღეთ, რადიკალური, შეიძლება დღესაც ბევრისთვის საკამათო, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი და პრინციპული გადაწვეტილება, მხარი დავუჭირეთ საინფორმაციო გამოშვებების შეჩერებას, რითიც არხის მესაკუთრეს არ მივეცით საშუალება ჩვენ გაურკევველი მიზნებისთვის გამოვეყენებინეთ და ამით საპრეზიდენტო არჩევნების წინ დიდი სამოქალაქო დაპირისპირებაც ავიცილეთ თავიდან. ჩვენ არ დაგვიწყია იმის მტკიცება, რომ ბადრი ჩვენი ტელევიზიის ხლემძღვანელებს მხოლოდ რჩევებს აძლევს და ჩვენთან არაფერ შუაშია, მიუხედავდ იმისა, რომ ფორმალურად ტელევიზიის მესაკუთრე ვინმე ჯაოშვილი იყო.
მე არ ვამბობ, რომ დღეს ისეთი ვითარებაა, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმაც იგივე უნდა გააკეთონ, მაგრამ ინიციატივა აუცილებლად საკუთარ ხელში უნდა აიღონ და არ ითვალთმაქცონ, რომ ვითომ ეს ტელევიზია მიშას არ არის!“, - წერს ჟურნალისტი.