მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამოსართმევად პროცედურები დაიწყო

მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამოსართმევად პროცედურები დაიწყო

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, უწყებამ უკრაინის შესაბამისი სამსახურებისგან მიიღო ცნობა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა აღნიშნული ცნობა გახდა იმის საფუძველი, რომ იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურები დაეწყო.

მინისტრის თქმით აქამდე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქედ რჩებოდა, რადგან უწყებას შესაბამისი სამსახურებისგან არ ჰქონდა მიღებული დაზუსტებული და ოფიციალური ცნობა, ჰქონდა თუ არა ოდესის ოლქის გუბერნატორს მინიჭებული უკრაინის მოქალაქეობა.