ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთვის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სარწმუნო არ არის. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თანამშრომლებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"აქამდე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გადავიდოდა წითელ ხაზებს და არ მოახდენდა სიტუაციის კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას. ბოლო ორი დღის განვითარებულმა მოვლენებმა, ეს რწმენა მნიშვნელოვნად შემირყია. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერი დაგვპირდა ყველას, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული, მისი ეს სიტყვები ჩემთვის არ არის სარწმუნო, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს პრემიერი არის არათანმიმდევრული თავის დაპირებებში და ძალიან ხშირად ცრუობს, მათ შორის, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით", - განაცხადა გვარამიამ.