The Financial Times: ნატო შიშობს, რომ რუსული არმია უკრაინაში ოდესის აღებას შეეცდება

The Financial Times: ნატო შიშობს, რომ რუსული არმია უკრაინაში ოდესის აღებას შეეცდება

ნატო შიშობს, რომ რუსული არმია უკრაინაში ოდესის აღებას შეეცდება და შემოდგომისთვის ოკუპანტი ფრონტზე მნიშვნელოვან წინსვლას შეძლებს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის მიმომხილველი გიდეონ რახმანი წერს, რომ კიევს სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთის სამხედრო დახმარება.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე, რუსეთიც და უკრაინაც, სამხედრო თვალსაზრისით გამოფიტულია, უფრო რთულ ვითარებაში უკრაინის შეიარაღებული ძალები არიან, რომელთაც მხოლოდ ექვსი თვის საბრძოლო პოტენციალი აქვთ დარჩენილი.