პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულზე წირვას დაესწრო.
პრემიერმა დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ქრისტიანებისთის განსაკუთრებულია.
„ქართველი ერი ყოველთვის გრძნობს ღვთისმშობლის მფარველობას. სწორედ ამიტომ, სასწაულებრივად გამოვიარეთ საუკუნეები. ღვთისმშობლის შეწევნით უამრავი სირთულე და პრობლემა გადავლახეთ. მე მჯერა, რომ ჩვენ მართლა შევძლებთ გამარჯვებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილს სიონის საკთედრო ტაძრის ეზოში რამდენიმე ადამიანის შეხვდა, რომლებმაც პრემიერს მათი პრობლემები გააცნეს, სწორედ ამ დროს პრემიერ-მინისტრი ტაძრის შესასვლელთან მყოფ მოწყალების მთხოვნელებს ფულადი თანხით დაეხმარა.
სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს.