სიონში სადღესასწაულო ლიტურგიას პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან

სიონში სადღესასწაულო ლიტურგიას პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათადრო ტაძარში, სადღესასწაულო ლიტურგიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. ტაძარში იმყოფებიან ასევე მთავრობის წევრები, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, წირვაზე ასევე იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.

საკურთხევლიდან გამობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პრემიერ-მინისტრს შეხვდა და მინისტრთა კაბინეტის წევრები დალოცა.