პარლამენტის პლენარული სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება. საშემოდგომო სესია პირველ სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნება, 2 სექტემბერს კი პლენარული სხდომა ჩატარდება.
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატები იმსჯელებენ, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე დადებული ვეტოა.
საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებეზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს უპრობლემოდ დაძლევენ. მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას ამისთვის საკმარისი რესურსი აქვს.
საპარლამენტო ოპოზიცია კი ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას კვლავ მხარს არ უჭერს.
კანონმდებლები ასევე იმსჯელებენ, "პროკურატურის შესახებ" კანონპროექტზე. ასევე მესამე მოსმენით კენჭს უყრიან "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს.