პენტაგონის ხელმძღვანელი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ეშტონ კარტერი შეერთებული შტატებისთვის მთავარ საფრთხედ „ისლამურ სახელმწიფოსა“ და რუსეთს მიიჩნევს.
კალიფორნიის შტატში, საზღვაო კორპუსის სამხედრომოსამსახურეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საფრთხეებს შორის პირველ ადგილზე „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით არსებული მახინჯი ფენომენი“ დაასახელა. მეორე ადგილას კი კარტერმა რუსეთის ბოლო წლების პოლიტიკა დააყენა.
„ეს ორი საფრთხე გაიზარდა. ჩვენ ორივე მათგანს უნდა შევეწინააღმდეგოთ“, - აღნიშნა მან.
ამასთან მინიტსტრმა გამოთქვა აზრი, რომ უკრაინაში რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს „რუსები არასწორი მიმართულებით მიჰყავს“, რამდენადაც ეს სხვა ქვეყნებთან კონფლიქტს აძლიერებს.
„ჩვენ რუსეთის ქმედებებს ხელი უნდა შევუშალოთ როგორც ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ისე იმ თვალთახედვიდან გამომდინარეც, რომ ჩვენ სამყაროში მნიშვნელოვანი პარტნიორები და მოკავშირეები გვყავს და მნიშვნელოვან ვალდებულებები გვაქვს ნატო-ს წინაშე“, - განაცხადა კარტერმა.