თურქეთში სამხედროებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში სამხედროებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში სამხედროებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებას შვიდი ადამიანი შეეწირა. "როიტერის" ცნობით, მათ შორის ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა. მანამდე კი სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ჯიზრეში "ქურთების მუშათა პარტიის" წევრებმა სამხედრო ბაზას რაკეტები დაუშინეს. შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა. ოთხი კი დაშავდა.

თურქეთის არმიასა და ამბოხებულებს შორის უკვე რამდენიმე დღეა შეტაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

"ქურთების მუშათა პარტიასა" და სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირება ბოლო რამდენიმე თვეა განახლდა.