„მეც და ნატო-ც გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგისკენ მისწრაფება განაგრძოს“

„მეც და ნატო-ც გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგისკენ მისწრაფება განაგრძოს“

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, ალიანსი გმობს ყველანაირ ქმედებას, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის ღობეების აღმართვას და ადმინისტრაციული ხაზის გადაადგილებას.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ ვაღიარებთ დამოუკიდებელ ქვეყნებად. ვგმობთ ყველანაირ ქმედებას, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის ღობეების აღმართვას და ადმინისტრაციული ხაზის გადაადგილებას. ასე, რომ ნატო თქვენთან არის. ჩვენ გიწევთ პოლიტიკურ მხარდაჭერას, გიწევთ პრაქტიკულ მხარდაჭერას, ხელს გიწყობთ თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებაში წვრთნებით, ახალი საწვრთნელი ცენტრის გახსნით და ჩვენ ამის გაკეთებას ისევ განვაგრძობთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან კომენტარი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც გააკეთა.

„მეც და ნატო-ც გავაგრძელებთ მოწოდებას იმისკენ, რომ საქართველომ გააგრძელოს რუსეთთან დიალოგისკენ მისწრაფება. თავდაცვა, ძლიერება და მოლაპარაკებება ერთმანეთს არ გამორიცხავს. რუსეთი მომავალშიც აქ იქნება, ის ისევ იქნება თქვენი დიდი მეზობელი, ამ გზით, თუ სხვა გზით დიალოგი დაგჭირდებათ. ასე, რომ ჩემი აზრით, ძლიერი თავდაცვა, თანმიმდევრული პოლიტიკა, მყარი პოზიცია და დიალოგი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. პირიქით, ძლიერი თავდაცვა საუკეთესო საფუძველია პოლიტიკური დიალოგისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.