თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, მაშველების გამოძახება ძირითადად გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან დაფიქსირდა .
მათი ცნიბით, ძირითადად დატბორილია იტალიური ეზოების სარდაფები, სადაც ამოტუმბვითი სამუშაოები ჩატარდა.
ამასთან, "ინტერპრესნიუსს" დაუკავშირდნენ ვაკე-საბურთალოს რაიონიდანაც, სადაც ადგილობრივების ცნობით, დატბორილია ქუჩები, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული რაიონიდან გამოძახება არ ფიქსირდება.