ათი ხმით ორის წინააღმდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულები კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია დამნაშავედ სცნეს.
როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე, რომელიც 3 საათიან ვადას გულისხმობდა, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ერთხმად ვერ მიიღეს, შესაბამისად დამატებითი დროის განსაზღვრა გახდა საჭირო. მეორე ეტაპზე კი იმისათვის, რომ ვერდიქტი გამოტანილი ყოფილიყო, ნაფიცი მსაჯულების ხმები 8-4-ზე უნდა გადანაწილებულიყო.