საფრანგეთში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს უარყოფს

საფრანგეთში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს უარყოფს

ლიონთან ახლოს მომხდარი ტერაქტში ეჭვმიტანილი უარყოფს, რომ მის უფროსს თავი ისლამისტებთან კავშირის გამო მოაჭრა. მან განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენის მიზეზი ცოლთან და შეფთან მომხდარი ჩხუბი გახდა

ქალაქ სენ-კანტენში მომხდარი ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი, 35 წლის იასინ სალის განცხადებით, მას არ აქვს ისლამისტებთან კავშირი. აღნიშნულის შესახებ სააგენტო როიტერს საგამოძიებო უწყებასთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა.

ეჭვმიტანილის განცხადებით, მან დანაშაული ცოლთან და უფროსთან მომხდარი ჩხუბის გამო ჩაიდინა.

27 ივნისს ეჭვმიტანილი ქალაქ სენ-კანტენში მდებარე გაზის საწარმოს ტერიტორიაზე ავტომობილით შეიჭრა და სავსე რეზერვუარს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა ისლამისტური დროშა და მამაკაცის მოჭრილი თავი აღმოაჩინეს. გამოძიების თანახმად, გარდაცვლილი ეჭვმიტანილის უფროსი ერვე კორნარაა. დაკითხვაზე, იასინ სალიმ უფროსის მკვლელობა აღიარა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებით, 2006-2008 წლებში სალი ფრანგი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.