"ნაციონალური მოძრაობის" წევრები კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკრაინის დედაქალაქ კიევში, პარტიის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველ ფოტოს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ბარამიძე, ეკა ხერხეულიძე, როლანდ ახალაია, მიხეილ მაჭავარიანი, პეტრე ცისკარიშვილი, კობა ხაბაზი, ირმა ნადირაშვილი, დავით ბაქრაძე, ნუგზარ წიკლაური, თენგიზ გუნავა, მარიამ საჯაია, შოთა მალაშხია, ტარიელ ლონდარიძე, გიგი წერეთელი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზურა ჭიაბერაშვილი, სერგო რატიანი, გიორგი ვაშაძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, აკაკი მინაშვილი, ნიკა მელია და სხვები. 

შეხვედრის დეტალების შესახებ პარტიის მხრიდან ამ დროისთვის ინფორმაცია არ გავრცელებულა.