ეგვიპტეში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ქვეყნის გენერალური პროკურორი დაიღუპა

ეგვიპტეში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ქვეყნის გენერალური პროკურორი დაიღუპა

ეგვიპტის გენერალური პროკურორი ხიშამ ბარაქატი, რომელზეც დღეს ქაიროში თავდასხმა განხორციელდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება იუწყება.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მანამდე განაცხადა, რომ დედაქალაქის ცენტრში გენრპოკურორის ავტომანქანის აფეთქების შედეგად ბარაქატმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.

ხიშამ ბარაქატი 2011 წლის სახალხო აჯანყების შემდეგ ეგვიპრის მესამე გენერალური პროკურორია. ის ამ პოსტზე 2013 წლის ივლისიდან დაინიშნა და გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებდა.