მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიზნით შეღავათების დაწესება კონსტიტუციური ვალდებულებაა

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიზნით შეღავათების დაწესება კონსტიტუციური ვალდებულებაა

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილი განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიზნით შეღავათების დაწესება კონსტიტუციური ვალდებულებაა და არა კონიუნქტურული საკითხი.

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონპროექტს, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის სოციალური შეღავათების დაწესებას და ახალი საგადასახადო ინიციატივების ამოქმედებას ითვალისწინებს, უსუფაშვილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

"როდესაც საუბარი იყო მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ახალი კანონმდებლობის შემუშავებაზე, ცოტა არ იყოს, არც თუ ისე დასაბუთებული და სერიოზული კომენტარები მოვისმინეთ. მინდა ყველას შევახსენო, რომ კონსტიტუციური ვალდებულებაა და საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს იმას, რომ მაღალმთიანი რეგიონის განვითარებისათვის სახელმწიფო ადგენს შეღავათებს. ეს კანონი სწორედ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაა და არა რაიმე სხვა კონიუნქტურული საკითხი, რომლის გამოც ამ თემას მოვკიდეთ ხელი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.