კარუზოს სიკვდილის შემდეგ, მისი იმპრესარიო დიდებული მომღერლის შემცვლელს ეძებდა.
მასთან ახალგაზრდა მომღერალი მივიდა. იმპრესარიომ მოუსმინა და შეჰყვირა:
- ოჰ, სენიორ, თქვენ სავსებით შეგეძლოთ შეგეცვალათ განსვენებული ენრიკო.
- თქვენ ასე ფიქრობთ? – აღფრთოვანდა კმაყოფილი მომღერალი.
- დიახ, მის მაგივრად რომ მომკვდარიყავით.