ემა ტუხიაშვილი, "კვირისპალიტრა.გე"
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო დამუშავებამდე დღგ-ის გადასახადისგან თავისუფლდება, - ინიციატივის ავტორები იმედოვნებენ, რომ ცვლილება, რომელიც საგადასახადო კოდექსში შედის, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ზრდას შეჩერებს და ზოგ შემთხვევაში, შეამცირებს კიდეც. სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-ისგან გათავისუფლებას დადებითად აფასებენ ექსპერტებიც, თუმცა, აცხადებენ, რომ რეალურად დღგ-ისაგან გათავისუფლება სოფლის მეურნეობის მწარმოებლების მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხება და არც მნიშვნელოვანი შეღავათის მომტანი არ იქნება.
ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის და პარლამენტში ინიცირებულია. ინიციატივის ავტორი საქართველოს მთავრობაა, სადაც ვარაუდობენ, რომ ამ გზით სოფლის მეურნეობის ადგილობრივ პროდუქტებზე ფასები 18%-ით შემცირდება. "მოსახლეობის ერთ-ერთი პრობლემა გაზრდილი ფასებია. მთავრობა ფასებს მაღაზიების მიხედვით ვერ გააკონტროლებს, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საგადასახადო ტვირთის შემცირება და ამ გზით ფასების დაწევა მოხერხდეს. ჩვენი მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია: ხილი, ბოსტნეული, ძროხისა და ღორის ხორცი და მთელი რიგი სხვა პროდუქტები დაახლოებით 18%-ით გაიაფდება", - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი.

შოთა მურღულია (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "საუბარია დღგ-ისგან პირველადი პროდუქციის გათავისუფლებაზე, რომელსაც სასაქონლო კოდი არა აქვს შეცვლილი, გარდა კვერცხისა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, საუბარია კიტრზე, პომიდორზე, კარტოფილზე და არა ამ ბოსტნეულის გადამუშავებით მიღებულ პროდუქციაზე. როცა დღგ-ისგან გათავისუფლებაზეა ლაპარაკი, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ეს პროდუქცია ისედაც გათავისუფლებული იყო დამატებული ღირებულების გადასახადისგან, ჩათვლის უფლების გარეშე. ახლა კი დღგ-ისგან უკვე ჩათვლის უფლებით თავისუფლდება. გლეხების მიერ წარმოებულ პროდუქციას ეს არ შეეხება, რადგან გლეხი ბუღალტერიას არ აწარმოებს და არც დღგ-ის ჩათვლის უფლება სჭირდება.
ცვლილება რეალურად შეეხება იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც თავისი მეურნეობები აქვთ. მაგალითად, ფერმერული მეურნეობა აწარმოებს როგორც პირველად პროდუქციას, ასევე შემდეგ მის გადამუშავებას ახდენს. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე თავად მოჰყავს პროდუქცია და თუ მისი მოყვანის ხარჯებში დღგ იყო გათვალისწინებული, მას ავტომატურად ჩაითვლის. ასეთი კი, ჩემი აზრით, ბევრი არ უნდა იყოს. ხოლო ის, ვინც იბარებს ნედლეულს და შემდეგ ამუშავებს, ეს ცვლილება არ შეეხება, რადგან გლეხი დღგ-ის გადამხდელი არაა და არც ჩათვლა მოუწევს. პროდუქციის თვითღირებულების გაიაფებას ეს ძალიან მცირედით, 3-5%-ით თუ შეეხება. 18%-ით არითმეტიკულადაც შეუძლებელია, პროდუქცია გაიაფდეს. ჩათვლის უფლება იმას კი არ ნიშნავს, რომ მთლიანად დღგ-ის 18% მოაკლდება ხარჯებში, არამედ ჩაითვლება მხოლოდ იმის საფასური, რაზეც ეს გადასახადი გადახდილი ჰქონდა. გარდა ამისა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ფასწარმოქმნა არ ხდება მხოლოდ ერთი გადასახადის მოხსნით. ფასწარმოქმნას განსაზღვრავს მიწოდება და მოთხოვნა კონკრეტულ პროდუქციაზე.
თუმცა, 5%-ითაც რომ შეუმცირდეს მწარმოებელს ხარჯები, ესეც კარგია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, ამ ცვლილებების მიღებით ხომ არ შეგვექმნება პრობლემა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან. მისი მოთხოვნების გათვალისწინებით, ხომ არ ჩაგვითვლიან ამას ადგილობრივი პროდუქციის პროტექციონიზმად და ხომ არ მოითხოვენ, შეღავათები მივცეთ იმპორტიორებულ პროდუქციას? მთავარი კი ის არის, რა გვსურს სოფლის მეურნეობაში, რატომ ვაკეთებთ ამ შეღავათებს? რაღაც გეგმა ხომ უნდა არსებობდეს? რეალურად, რა არის პრობლემა, - მაღალი გადასახადები, კვალიფიკაცია თუ მიწების დანაწილება? ამიტომ უნდა დავასაბუთოთ ხოლმე, რომ კონკრეტული ცვლილება მოაგვარებს კონკრეტულ პრობლემას ან მის ნაწილს მაინც.
ახლა კი რაღაც ფრაგმენტული ცვლილებები ხდება, მაგრამ არავინ იცის, რა შედეგის მოიტანს. დარწმუნებული ვარ, ყველა ცვლილება მიმართულია იქით, რომ ბიუჯეტს შემოსავალი არ შეუმცირდეს, თუმცა, შეღავათი კარგად ჟღერდეს. ასეთ ცვლილებებს რეალური ეფექტი არ ექნება. ამიტომაც ყოველთვის თან უნდა ახლდეს განმარტებითი ბარათები, სადაც გაწერილი იქნება თანამდევი ეფექტი როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ისე კერძო სექტორისთვის. აგრეთვე, პროგნოზი, თუ სხვა გარემოებებმა არ მოახდინა გავლენა, რამდენით შემცირდება ფასები სურსათზე. შესაძლოა გადასახადისგან საერთოდ გაათავისუფლო კონკრეტული პროდუქციის წარმოება, მაგრამ თუ ქვეყანაში ფულის მასას გაზრდი, ამან შესაძლოა ფასების ზრდას შეუწყოს ხელი".
შოთა მურღულია(ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "საუბარია დღგ-ისგან პირველადი პროდუქციის გათავისუფლებაზე, რომელსაც სასაქონლო კოდი არა აქვს შეცვლილი, გარდა კვერცხისა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, საუბარია კიტრზე, პომიდორზე, კარტოფილზე და არა ამ ბოსტნეულის გადამუშავებით მიღებულ პროდუქციაზე. როცა დღგ-ისგან გათავისუფლებაზეა ლაპარაკი, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ეს პროდუქცია ისედაც გათავისუფლებული იყო დამატებული ღირებულების გადასახადისგან, ჩათვლის უფლების გარეშე. ახლა კი დღგ-ისგან უკვე ჩათვლის უფლებით თავისუფლდება. გლეხების მიერ წარმოებულ პროდუქციას ეს არ შეეხება, რადგან გლეხი ბუღალტერიას არ აწარმოებს და არც დღგ-ის ჩათვლის უფლება სჭირდება.
ცვლილება რეალურად შეეხება იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც თავისი მეურნეობები აქვთ. მაგალითად, ფერმერული მეურნეობა აწარმოებს როგორც პირველად პროდუქციას, ასევე შემდეგ მის გადამუშავებას ახდენს. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე თავად მოჰყავს პროდუქცია და თუ მისი მოყვანის ხარჯებში დღგ იყო გათვალისწინებული, მას ავტომატურად ჩაითვლის. ასეთი კი, ჩემი აზრით, ბევრი არ უნდა იყოს. ხოლო ის, ვინც იბარებს ნედლეულს და შემდეგ ამუშავებს, ეს ცვლილება არ შეეხება, რადგან გლეხი დღგ-ის გადამხდელი არაა და არც ჩათვლა მოუწევს. პროდუქციის თვითღირებულების გაიაფებას ეს ძალიან მცირედით, 3-5%-ით თუ შეეხება. 18%-ით არითმეტიკულადაც შეუძლებელია, პროდუქცია გაიაფდეს. ჩათვლის უფლება იმას კი არ ნიშნავს, რომ მთლიანად დღგ-ის 18% მოაკლდება ხარჯებში, არამედ ჩაითვლება მხოლოდ იმის საფასური, რაზეც ეს გადასახადი გადახდილი ჰქონდა. გარდა ამისა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ფასწარმოქმნა არ ხდება მხოლოდ ერთი გადასახადის მოხსნით. ფასწარმოქმნას განსაზღვრავს მიწოდება და მოთხოვნა კონკრეტულ პროდუქციაზე.
თუმცა, 5%-ითაც რომ შეუმცირდეს მწარმოებელს ხარჯები, ესეც კარგია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, ამ ცვლილებების მიღებით ხომ არ შეგვექმნება პრობლემა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან. მისი მოთხოვნების გათვალისწინებით, ხომ არ ჩაგვითვლიან ამას ადგილობრივი პროდუქციის პროტექციონიზმად და ხომ არ მოითხოვენ, შეღავათები მივცეთ იმპორტიორებულ პროდუქციას? მთავარი კი ის არის, რა გვსურს სოფლის მეურნეობაში, რატომ ვაკეთებთ ამ შეღავათებს? რაღაც გეგმა ხომ უნდა არსებობდეს? რეალურად, რა არის პრობლემა, - მაღალი გადასახადები, კვალიფიკაცია თუ მიწების დანაწილება? ამიტომ უნდა დავასაბუთოთ ხოლმე, რომ კონკრეტული ცვლილება მოაგვარებს კონკრეტულ პრობლემას ან მის ნაწილს მაინც.
ახლა კი რაღაც ფრაგმენტული ცვლილებები ხდება, მაგრამ არავინ იცის, რა შედეგის მოიტანს. დარწმუნებული ვარ, ყველა ცვლილება მიმართულია იქით, რომ ბიუჯეტს შემოსავალი არ შეუმცირდეს, თუმცა, შეღავათი კარგად ჟღერდეს. ასეთ ცვლილებებს რეალური ეფექტი არ ექნება. ამიტომაც ყოველთვის თან უნდა ახლდეს განმარტებითი ბარათები, სადაც გაწერილი იქნება თანამდევი ეფექტი როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ისე კერძო სექტორისთვის. აგრეთვე, პროგნოზი, თუ სხვა გარემოებებმა არ მოახდინა გავლენა, რამდენით შემცირდება ფასები სურსათზე. შესაძლოა გადასახადისგან საერთოდ გაათავისუფლო კონკრეტული პროდუქციის წარმოება, მაგრამ თუ ქვეყანაში ფულის მასას გაზრდი, ამან შესაძლოა ფასების ზრდას შეუწყოს ხელი".
970
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85