სომეხთა გენოციდის 100 წლის იუბილეზე ერევანში პუტინს ელოდებიან. რუსეთის პრეზიდენტი სარქისიანს 24 აპრილს ეწვევა. ერევანში 2 ქვეყნის პრეზიდენტი პირისპირ შეხევდრასაც გამართავას, რომელზეც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გარდა, რეგიონალური უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე ისაუბრებენ. თურქულ მედიაში და ანალიტიკურ წრეებში პუტინის ერევანში ვიზიტს კკვე მოჰყვა კრიტიკა. რუსულ მედიაში კი გაჩნადა მოსაზრება, რომ გენოციდის გამო ერევანში ვიზიტმა შესაძლოა მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა დაძაბოს. ამ საკითხზე კომენტარი პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა. მისი თქმით, ის არ ელდება, რომ პუტინის ერევანში ჩასვლა 2 ქვეყანას შორის ნეგატიურ გავლენას იქონიებს ან რამე ფორმით შეაფერხებს პროექტ თურქეთის ნაკადს. პესკოვის განცხადებით, რუსეთს ახლო ურთიერთობა აქვს თურქეთთან, რომელსაც მყარი საფუძველი გააჩნია, ამავდროულად პესკოვის თქმით, სომხეთი არის ის ქვეყანა, რომელთანაც რუსეთს მილიაროდბით სხვადასხვა ძაფი აკავშირებს.