ნათია ლორია, "ყველა სიახლე"
"ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ", - ეს ფრაზა ხშირად მსმენია ქვეყნის პირველი პირებისგან და საქართველოშიც, ალბათ, ბევრს სჯერა ამ სიტყვების, რადგან დემოკრატიის საზომად განათებული ქუჩები, შეღებილი ფასადები და პოპულარული მომღერლების ჩამოყვანა მიაჩნია...
გერმანიის დედაქალაქში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავედი და სწორედ იქ მივხვდი, როგორ უნდა ცხოვრობდე, თავი ნამდვილ ადამიანად რომ იგრძნო.
ბერლინში გამგზავრების წინ თბილისის მაღაზიებში საახალწლო საყიდლებზე წავედი - გერმანიაში მცხოვრები ახლობლებისთვის ქართული ნუგბარის შეძენა მსურდა, მაგრამ პროდუქტების სიძვირემ გამაოგნა, ბერლინში ჩასულს კი სხვა სურათი დამხვდა... ვიდრე ბერლინის წამყვან სუპერმარკეტებში არსებულ მდგომარეობაზე გიამბობდეთ, გეტყვით, რომ გერმანიის მოქალაქის საშუალო შემოსავალი თვეში 1500-1700 ევროა. ეს ის თანხაა, რაც ხელფასიდან რჩება: გერმანიის მოქალაქეს სამედიცინო, სოციალური და საპენსიო დაზღვევისთვის ხელფასიდან დაახლოებით 1200-1400 ევროს უქვითავენ. ბინის ქირა თვეში დაახლოებით 350 ევროა. ამ თანხაში შედის გათბობის საფასური, დასუფთავებისა და თბილი წყლის ხარჯი.
ელექტროენერგიის გადასახადი თვეში საშუალოდ 25-45 ევროა, მგზავრობის საფასურს კი დამსაქმებელი იხდის. რაც შეეხება კვებას, გერმანიის მოქალაქის ყოველთვიური სამომხმარებლო კალათა 200-250 ევროს ტოლია.
უმუშევრად დარჩენილი გერმანიის მოქალაქე, რომლის შემოსავალი 800 ევროზე მეტი იყო, იღებს დახმარებას - ე. წ. "სოციალ 1"-ს. ეს ნიშნავს, რომ 9 თვის განმავლობაში, ვიდრე ახალ სამსახურს არ იშოვის, შემოსავლის 70 პროცენტს სახელმწიფო დამატებით უხდის, ხოლო თუ დაასაბუთებს, რომ ეს თანხა არ აკმაყოფილებს მისი ცხოვრების სტანდარტებს, სახლმწიფო კიდევ უწევს ფულად დახმარებას. ადამიანს, რომელსაც შემოსავალი არა აქვს, სახელმწიფო აძლევს დახმარებას - ე.წ. "სოციალ 2"-ს, რომელიც ფარავს ბინის ქირას, გათბობისა და დაზღვევის საფასურს, ამასთანავე, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ეძლევა 380 ევრო. გარდა ამისა, უმუშევრებს ეძლევათ სპეციალური ბარათი, რომლის საშუალებითაც მგზავრობენ ნახევარ ფასად. ასევე ნახევარ ფასად ყიდულობენ კინოს, თეატრისა და მუზეუმის ბილეთებს.
რაც შეეხება გერმანულ სუპერმარკეტებს, იქ პროდუქტი გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში, დღესასწაულის წინ კი ბევრი სუპერმარკეტი დიდ ფასდაკლებას აცხადებს.
1221
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85