"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ბელორუსიის გავლით რუსეთში გადაპარული ქართველების რიცხვმა ისე იმატა, რომ რუსებმა ჩვენი მოქალაქეების თავიდან მოშორების გეგმაზე მუშაობა დაიწყეს. გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბრძოლას უცხადებს არალეგალებს, რომლებიც მათთან ბელორუსიიდან გადადიან. კარასინმა აღნიშნა, რომ მათთვის ეს სერიოზული პრობლემაა. მისი ინფორმაციით ბელორისიიდან ოფიციალური ვიზების გარეშე რუსეთში ძალიან ბევრი ქართველი გადადის. ჩვენი თანამემამულეები სარგებლობენ იმით, რომ რუსეთსა და ბელორუსიას შორის უვიზო მიმოსვლაა. ისინი ჯერ ბელორისიაში საკმაოდ უპრობლემოდ ჩადიან, იქიდან კი რუსეთში ხვდებიან", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით რუსეთიდან მილიონ ქართველს გამოძვებას უპირებენ! / ქართველი არალეგალების გამო, რუსეთის კანონმდებლობა მკაცრდება.
"ცხადია, ფაქტობრივად გახსნილი საზღვარი გვაიძულებს, რომ ნაციონალური უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომები მივიღოთ. ამ თემის შესახებ მოლაპარაკებებს მეზობელ სახელმწიფოსთან, ბელორუსიასთან უკვე დიდი ხანია, ვაწარმოებთ, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. კარასინის განმარტებით, რუსეთსა და ბელორისიას შორის კანონმდებლობის შეჯერების საკითხი მიმდინარეობს, რომელშიც მკაფიოდ გაიწერება მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საკითხები. ეს იმას ნიშნავს, რომ ბელორუსიიდან ქართველებს რუსეთში აღარ გაუშვებენ და კარასინი იმედოვნებს, რომ ამ კანონმდებლობის მიღების საკითხში ბელორუსია რუსეთის პოზიციებს ბოლომდე გაითვალისწინებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"რუსული საინფორმაციო საშუალებების თანახმად, საქართველოდან ბელორუსიის გავლით რუსეთში ქართველების არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ჩასული ერთი მილიონი არალეგალი იმყოფება. მათივე ცნობით, რუსეთში მცხოვრები ქართველების მხოლოდ ერთი პროცენტი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში კანონიერად. აღსანიშნავია, რომ შარშან მარტში ბელორუსმა სამართალდამცველებმა გამოავლინეს დამნაშავეთა დაფგუფება, რომლებიც 2008 წლიდან ქართველების რუსეთში უკანონო გადაყვანას უზრუნველყოფდა. მათი მომსახურებით, ათასობით ქართველმა ისარგებლა" , - დასძენს გამოცემა.
1673
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85