რამდენიმე დღის წინ ცნობილი ჯგუფის “Bee Gees” წევრმა რობინ გიბმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. ეს ნამუშევარი წარმოადგენს სიმფონიას და მისი სახელწოდებაა “The Titanic Requiem”. ჩანაწერი გაყიდვაში მიმდინარე წლის 19 მარტს გამოვა.
ახალ ალბომს ხმის ჩამწერი სტუდია “Rhino Entertainment” გამოსცემს.
რობინ გიბი ამ ჩანაწერზე გასული წლის დეკემბერში, ლონდონის “Air Studios”-ში მუშაობდა. ალბომის მომზადებაში მას ვაჟიშვილი რობინ-ჯონი და დიდი ბრიტანეთის სამეფო სიმფონიური ორკესტრი ეხმარებოდა.
“The Titanic Requiem”-ის პრემიერა ლონდონში 2012 წლის 10 აპრილს არის დაგეგმილი. ის მიეძღვნება “ტიტანიკის” დაღუპვის 100 წლისთავს.