ცნობილმა ამერიკელმა სოულის მომღერალმა რობერტა ფლეკმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. მისი სახელწოდებაა “Let It Be: Roberta Flack Sings The Beatles”. ეს სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში მიმდინარე წლის 7 თებერვალს გამოვა.
ამერიკელი მომღერლისათვის ახალი ალბომი ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველია. მისი უკანასკნელი ნამუშევარი “Friends: Roberta Flack Sings Mariko Takahash” 1999 წლით არის დათარიღებული.
ახალ ალბომში რობერტა ფლეკი ასრულებს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის საუკეთესო კომპოზიციებს. ეს ჩანაწერი ჯონ ლენონის ქვრივმა იოკო ონომ უკვე მოისმინა და მისი დიდი მოწონება დაიმსახურა.
ალბომში “Let It Be: Roberta Flack Sings The Beatles” შემდეგი 12 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
1. In My Life
2. Hey Jude
3. We Can Work It Out
4. Let It Be
5. Oh Darling
6. I Should Have Known Better
7. The Long & Winding Road
8. Come Together
9. Isn't It A Pity
10. If I Fell
11. And I Love Her
12. Here, There, and Everywhere