ბრიტანული მას-მედიის ცნობით, ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles”-ის ყოფილმა მედოლემ რინგო სტარმა ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობა დაასრულა.
მუსიკოსის რიგით მე-17 ნამუშევრის სახელწოდებაა “Ringo 2012”. ის დღის სინათლეს მიმდინარე წლის 30 იანვარს იხილავს. ალბომს ხმის ჩამწერი სტუდია “Hip-O/Ume” გამოსცემს.
ახალ ალბომზე რინგო სტარი ქალაქ ლოს-ანჯელესში მუშაობდა. ამ დისკის ჩაწერაში შემდეგი მუსიკოსები მონაწილეობდნენ: დეივ სტიუარტი (“Eurythmics”), ჯო უოლში (“Eagles”), ბენმონტ ტენჩი (“Tom Petty and the Heartbreakers”), კენი უეინ შეპერდი და მაიკლ ბრედფორდი.
რინგო სტარის წინა სტუდიური ნამუშევარი “Y Not” 2010 წლის იანვრით არის დათარიღებული.
ალბომში “Ringo 2012” შემდეგი 9 კომპოზიციაა წარმოდგენილი.
1. Anthem
2. Wings
3. Think It Over
4. Samba
5. Rock Island Line
6. Step Lightly
7. Wonderful
8. In Liverpool
9. Slow Down