სტივ მორსისა და მაიკ პორტნოის ახალი პროექტი

სტივ მორსისა და მაიკ პორტნოის ახალი პროექტი

გამოცემა “Blabbermouth. net”-ის ინფორმაციით, ჯგუფი “Deep Purple”-ს გიტარისტმა სტივ მორსმა და “Dream Theater”-ის ყოფილმა მედოლემ მაიკ პორტნოიმ ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბეს. მისი სახელწოდებაა “Flying Colors”.

ზემოთდასახელებული მუსიკოსების გარდა ამ ჯგუფის შემადგენლობაში ბას-გიტარისტი დეივ ლიარუ, ჯგუფი “Spock's Beard”-ის კლავიშებზე დამკვრელი ნილ მორსი და ჯგუფი “Alpha Rev.”-ის ვოკალისტი კეისი მაკფერსონი შევიდნენ.

“Flying Colors”-ის ამავე დასახელების  სადებიუტო ალბომი დღის სინათლეს მიმდინარე წლის 26 მარტს იხილავს. მას ხმის ჩამწერი სტუდია “Music Theories Recordings” გამოსცემს. ამის შემდეგ სტივ მორსი “Deep Purple”-ს შეუერთდება.

ახალი ალბომი ჯგუფის წევრებმა გასული წლის დეკემბერში, სარეკორდოდ მცირე დროში, 10 დღეში ჩაწერეს.