რამდენიმე დღის წინ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის “Deep Purple” წევრებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ახალ ალბომზე მუშაობას დაიწყებენ. ეს ნამუშევარი ჯგუფის ისტორიაში რიგით მე-19 იქნება. მუსიკოსების უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი “Repture of the Deep” 2005 წლით არის დათარიღებული.
იან გილანისა და მისი მეგობრების მტკიცებით, მიმდინარე წლის ზაფხულში ჯგუფის წევრები საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიაში განმარტოვდებიან. დისკის ჩაწერის დასრულამდე “Deep Purple” კონცერტებს არ ჩაატარებს. ჯერჯერობით უცნობია ამ ალბომის სახელწოდება.
ჯგუფმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ 2012 წლის შემოდგომაზე მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება. ახალი ალბომი გაყიდვაში მომავალი წლის ზამთარში გამოვა.
1968 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის შემადგენლობაში ამჟამად შემდეგი მუსიკოსები შედიან: ვოკალისტი იან გილანი, გიტარისტი სტივ მორსი, კლავიშებზე დამკვრელი დონ ეირი, ბას-გიტარისტი როჯერ გლოვერი და დამრტყმელი იან პეისი.