დიდმა დიდს

დიდმა დიდს

ალბერტ აინშტეინს უყვარდა ჩარლი ჩაპლინის ფილმები და მის ეკრანის გმირებს დიდი სიმპათიებით ეპყრობოდა. ერთხელ მან ჩაპლინს წერილი მისწერა:

“თქვენი ფილმი “ოქროს ციებ-ცხელება” მთელი მსოფლიოსთვისაა გასაგები, თქვენ უსათუოდ დიდი ადამიანი გახდებით. აინშტეინი”.

ჩაპლინმა უპასუხა:

“მე თქვენით უფრო მეტად ვარ აღტაცებული. თქვენი ფარდობითობის თეორია ყველასათვის როდია გასაგები., მაგრამ თქვენ მაინც დიდი ადამიანი გახდით. ჩაპლინი”.