ფრანგი მწერალი ანატოლ ფრანსი სამუშაოდ ღებულობდა ახალგაზრდა სტენოგრაფისტ ქალს.
- გავიგე, თქვენ კარგად შეგძლებიათ სტენოგრამის ჩაწერა.
- დიახ, წუთში ას ოცდაათი სიტყვა, - მიუგო გოგონამ.
- ას ოცდაათი სიტყვა წუთში?! – წამოიძახა მწერალმა, - კი მაგრამ, ძვირფასო, მე საიდან მოგიტანოთ იგი?