ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი ვუდი ალენი ცოტა ხნის წინ ხუთი მილიონი დოლარით გამდიდრდა. ეს თანხა რეჟისორს ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ “American Apparel” უნდა გადაუხადოს.
ოთხი წლის წინ ვუდი ალენმა ამ ფირმის წინააღმდეგ ნიუ-იორკის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმის განხილვა რამდენიმე წელი გაგრძელდა და რეჟისორის გამარჯვებით დასრულდა.
ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ რეჟისორთან შეუთანხმებლად 2007 წელს მისი გამოსახულება სარეკლამო მიზნით გამოიყენა.
ვეებერთელა პოსტერები ალენის ფილმიდან “ენი ჰოლი”, სადაც თვითონ ის ორთოდოქსი ებრაელის სახით წარმოგვიდგება, ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა.
ვუდი ალენმა მორალური ზარალის ასანაზღაურებლად თავდაპირველად 10 მილიონი დოლარი მოითხოვა. ოთხწლიანი დავის შემდეგ მხარეებმა შეთანხმება შეძლეს და ალენიც ნახევარ თანხას მოწყალედ დათანხმდა.