ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ოლივერ სტოუნი უახლოეს მომავალში ახალ პროექტზე მუშაობას დაასრულებს.
რეჟისორი ამჟამად მუშაობს ათსერიან დოკუმენტურ ფილმზე, სახელწოდებით “ამერიკის საიდუმლო ისტორია”. მასში მოთხრობილი იქნება იმ მოვლენების შესახებ, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს აშშ-ის თანამედროვე სახისა და ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.ოლივერ სტოუნი შეეცდება გაერკვეს ჰარი ტრუმენის გადაწყვეტილების მოტივებში, როდესაც მან ბირთვული იარაღით ხიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა ბრძანა, დაადგინოს ვიეტნამის ომის დაწყების ჭეშმარიტი მიზეზები.
ფილმის ბოლო სერიებში რეჟისორი განიხილავს “მშვიდობიანი” და “საომარი” ბლოკების დაპირისპირებას აშშ-ის თანამედროვე ხელმძღვანელობაში.
სერიალში გამოყენებული იქნება დღემდე უცნობი მასალები და დოკუმენტები, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ აეხსნა გრიფი “სრულიად საიდუმლოდ”.
“იმედი მაქვს, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ მაყურებელთა დიდი ნაწილი სხვაგვარად აზროვნებბას ისწავლის.” – განაცხადა ოლივერ სტოუნმა.