იაპონიის პრემიერი ორი იაპონელი მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

იაპონიის პრემიერი ორი იაპონელი მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

იაპონია "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებისგან" მძევლად აყვანილი ორი იაპონელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა.

"მკაცრად მოვითხოვ, რომ მძევლებს არაფერი დაუზიანდეთ და დაუყოვნებლივ იქნენ გათავისუფლებულნი. უკიდურესად აღშფოთებული ვარ", - განაცხადა შინზო აბემ.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იაპონია გააძლიერებს ურთიერთთანაშრომლობას მსოფლიო თანამეგობრობასთან რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

"ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც იაპონელი მძევლების მოკვლით იმუქრება, რომ იაპონიის ხელისუფლება 72 საათში მათ გამოსასყიდად 200 მილიონ დოლარს არ გადაიხდის.