ნიუ იორკში, კენედის აეროპორტში ავიაკომპანია Delta Air Lines-ის ორი რეისის მგზავრთა ევაკაცია მოხდა. ტელეკომპანია NBC-ის ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა აეროპორტში დარეკა და შეატყობინა, რომ Delta Air Lines 468-ზე ბომბი იყო. აეროპორტის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ნომრის ორი თვითმფრინავი ირიცხებოდა, რის გამოც ორივე მათგანის მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა.
ავიალაინერების შემოწმების შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის თაობაზე ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა.