სავალუტო ჯიხურები დოლარს 1.94 ლარად ყიდიან

სავალუტო ჯიხურები დოლარს 1.94 ლარად ყიდიან

სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ყიდვის ფასი 1.938 ლარს შეადგენს, გაყიდვის კი – 1.94-ს. სავალუტო ჯიხურების უმეტესობაში გაცვლითი კურსი სწორედ ამ მაჩვენებლებს შეადგენს.

კომერციული ბანკების უმეტესობაში 1 დოლარის გაყიდვის ფასი კი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის, კომერციული ბანკების მიერ დოლართან მიმართებაში დადგენილი გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურს 4 პუნქტით აღემატება. კონკრეტულად, "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკში" 1 დოლარს 1.98 ლარად ყიდიან და 1.90 ლარად ყიდულობენ.

რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს", 1 დოლარს 1,97 ლარად ყიდიან და 1,91 ლარად ყიდულობენ.

დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული.

დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც უქმე დღეების გამო 17 იანვრიდან არ შეცვლილა, დღეისთვისაც 1.94 ლარს შეადგენს.