საქართველომ ტერორიზმისგან დასაცავად პრევენციული ნაბიჯები უნდა გადადგას

საქართველომ ტერორიზმისგან დასაცავად პრევენციული ნაბიჯები უნდა გადადგას

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ხელისუფლებას ურჩევს ანტიტერორისტული ქვედანაყოფები უფრო აქტიურად აამუშავოს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, საქართველომ ტერორიზმისგან დასაცავად კონკრეტული პრევენციული ნაბიჯები უნდა გადადგას რაც საზღვრებზე კონტროლს გულისხმობს. "უნდა მოხდეს ვიზიტორების კონტროლი, რომელიც პოტენციური საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს", - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.

უშიშროების ყოფილი მინისტრი საქართველოში ტერორიზმის საფრთხისგან თავის ასარიდებლად ხელისუფლებას განცხადებების გაკეთების შემთხვევაში სიფრთხილისკენაც მოუწოდებს.

"ტერორიზმის დაგმობა უნდა მოხდეს, თუმცა ამის იდენტიფიცირება რაღაც ეთნიკურ-რელიგიურ ჯგუფებთან არ უნდა მოხდეს", - განაცხადა საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა.