ტერორიზმი და რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მარტინ დემფსიმ იტალიელ კოლეგასთან, ადმირალ ლუიჯი ბინელი მანტელისთან შეხვედრისას განაცხადა.
"დიდი ხნის განმავლობაში პირველად აშშ-ი და მისი მოკავშირეები უპირისპირდებიან ძალიან მკაფიო საფრთხეს რუსეთის მხრიდან, ასევე ტერორიზმის არასტანდარტულ საფრთხეს ექსტრემისტების მხრიდან", - აღნიშნა მარტინ დემფსიმ.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ-ი-იტალიას შორის სამხედრო სფეროში მომავალი თანამშრომლობა.