გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ჯანდაცვის სამინისტროს კამპანიას შეუერთდნენ

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ჯანდაცვის სამინისტროს კამპანიას შეუერთდნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ კამპანიას - "ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი!" შეუერთდნენ.

"ვუერთდებით დავით სერგეენკოს კამპანიას "ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი!", რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად", - წერს პრეზიდენტი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.