მიმდინარე კვირას უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების სარდლობის წარმომადგენლები ეწვევიან. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერის, ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
სელეზნიოვის თქმით, ამერიკის არმიის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია, შეაფასოს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება, ასევე, განიხილოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხების განხილვა.