პეტრო პოროშენკომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

პეტრო პოროშენკომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს "ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების დამტკიცების თაობაზე". უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამას მოწმობს უკრაინის რადას ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. კანონი ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის.

15 იანვარს რადამ 2015 წელს მობილიზაციის სამ ეტაპად ჩატარების შესახებ პრეზიდენტის განკარგულების პროექტი დაამტკიცა. ამ დოკუმენტის თანახმად, 2015 წელს მობილიზაციის განხორციელება სამ ეტაპად 210 დღე-ღამის განმავლობაში მოხდება, რომელიც 20 იანვრიდან დაიწყება.

2015 წლის 18 მარტიდან 1-ელი მაისის ჩათვლით იმ სამხედროების დემობილიზება გამოცხადდება, რომლებიც სამხედრო სამსახურს 2014 წლის გაზაფხულიდან გადიან.