ევროკავშირის საბჭომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხის განხილვაზე უარი თქვა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხის განხილვაზე უარი თქვა

ევროკავშირმა საგარეო საკითხთა საბჭოს სხდომაზე რუსეთისთვის სანქციების მოხსნის განხილვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, რუსეთის სანქციების შერბილების საკითხი მხოლოდ მაშინ შეიძლება წამოიწიოს, როდესაც უკრაინაში არსებული ვითარება გაუმჯობესდება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სეპარატისტებმა უკრაინაში შეტევები კვლავ განაახლეს, მათ შორის დონეცკის აეროპორტზე, რამაც მშვიდობიან მოლაპარაკებებზეც მოახდინა გავლენა.