პანკისში

პანკისში "შარლი ებდოს" მიერ გამოქვეყნებული კარიკატურა გააპროტესტეს

პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მუსლიმებმა, ჟურნალ "შარლი ებდოს" მიერ გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურა გააპროტესტეს. პანკისის ხეობის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთში, "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმა ტერორისტული აქტი არ არის.

საპროტესტო აქცია, პანკისის ხეობაში დღეს ლოცვის თანხლებით მიმდინარეობდა.

პანკისის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ მუჰამედ წინასწარმეტყველის დაცვა მათი მთავარი მოვალეობაა.